ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს ეფექტიანობა გაიზარდა.
როგორც გიორგი კაკაურიძე BMG-სთან აღნიშნავს, დავების განხილვის ვადები შემცირდა, ხოლო გადაწყვეტილებების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
რაც შეეხება საკითხს, იგეგმება თუ არა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბება, როგორც ამას რეფორმის ფარგლებში განსახილველი ერთ-ერთი ვარიანტი ითვალისწინებდა, კაკაურიძე განმარტავს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.
„ანალიზი აჩვენებს, რომ არაეფექტური იქნება დავების საბჭოს ფინანსთა სამინისტროს გარეთ გამოტანა, ვინაიდან ძალიან დიდი ინფორმაციის მიმოცვლა ხდება, ვიდრე დავაზე გავა საკითხი. ამიტომ მისი ცალკე გამოტანა და სასამართლო სტრუქტურის შექმნა არ იქნება ეფექტური.
რაც იყო დავების საბჭოში [პრობლემური], დროის ნაწილი, თითქმის ამოწურულია ეს საკითხი, რადგან სისტემატურად იმართება სხდომები. ასევე, თავად გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხიც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ არსებული სტრუქტურა უნდა გაძლიერდეს, ადამიანური რესურსით იქნება თუ სხვა მიმართულებით და მისი ცალკე გამოყვანა არ იქნება ეფექტური. ვფიქრობ, საბჭო საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და ვერ ვხედავთ, რომ ბიზნესს საბჭოსთან რაიმე პრობლემა ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.
ქალაქ სტამბოლის მერის დაკავების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დევნის დაწყების და პროტესტის გამწვავების ფონზე, თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა. 19 მარტს 1 ამერიკული…
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაახარვეზა თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეორე ლოტის პროექტი, რომელიც ავჭალიდან-წიწამურამდე ახალი 6.5-კილომეტრიანი ოთხზოლიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია…
“ქვეყანაში საწყობების საშუალო დატვირთვა 57%-ია”, – ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის” სამრეწველო და ლოგისტიკური უძრავი ქონების ბაზრის კვლევაში წერია. დოკუმენტის თანახმად, ბოლო…